"ომი მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ შევძლებთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას"
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ცივილიზაცია დღეს ისევ გადამწყვეტ ზღვარზეა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთი შეძლებს თავისი უსაფრთხოების დაცვას.
„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ნამდვილი ომი, მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, ვიცავთ დონბასის მოსახლეობას და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, - განაცხადა პუტინმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისივე თქმით, რუსეთს, ისევე როგორც პლანეტის ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, სურს მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
