"რუსეთის ფედერაციის არმიამ და ხალხმა დაიწყო „წმინდა ბრძოლა მშვიდობისთვის“- კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, კიმ ჩენ ინმა გამარჯვების დღე მიულოცა პუტინს და რუს ხალხს.
„თბილ მილოცვას გიგზავნით თქვენ, რუსეთის მეგობრულ მთავრობასა და ხალხს იმ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, როდესაც რუსმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა დიდ სამამულო ომში“, - ნათქვამია დეპეშაში.
კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ „გამარჯვება არის რუსეთის თანდაყოლილი ტრადიცია“ და დასძინა, რომ „ომში გამარჯვების დიდება ისტორიაში დიდხანს გაბრწყინდება, მიუხედავად დროის გასვლისა და თაობების შეცვლისა“.
„ძლიერი და სამართლიანი რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვებისკენ სწრაფვას, რათა ხელი შეუშალოს მტრული ძალების მხრიდან ყოველგვარ პროვოკაციას“, - აცხადებს კიმ ჩენ ინი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
