12 აგვისტოს გამოქვეყნებულ გასული წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში „ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობა“ დაგმო და განსაკუთრებული ყურადღება „სიტყვის თავისუფლების“ შეზღუდვებზე გაამახვილა, – ამის შესახებ საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია წერს.
ამერიკული ტელეარხის - „სი-ენ-ენის“ (CNN) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 5 სავარაუდო ვარიანტი“ (ავტორი - ნიკ პეიტონ უოლში), რომელშიც მოცემულია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის (დამთავრების) ვერსიები და მასთან დაკავშირებული მოვლენები. „ხუთი სავარაუდო ვარიანტიდან ერთ-ერთი შეიძლება სრული კატასტროფა იყოს როგორც უკრაინისა და ნატოსათვის, ასევე - კოშმარი მთლიანად ევროპისათვის“, - აღნიშნულია მასალაში.
ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც 15 აგვისტოს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში პირველად 37 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ახალი რეკორდი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ მონაცემთა ბაზაშია გამოქვეყნებული.
ტრანსატლანტიკური ერთობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა - სწორედ ასე დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ ევროპაში რუსეთის მომავალ აგრესიას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტის ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.