აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ქარიშხალი „ერინი“ მძვინვარებს, რომელსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გერმანული გაზეთი „ბილდი“ (Bild) ყურადღებას უთმობს უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრის სავარაუდო ვინაობის გარკვევას და აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ფეთქებადსაშიში ხმები: კაცი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდება“ (ავტორი - ქეით ლივინგსტონი).
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირისა და ბლოკის ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორში მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში კონფლიქტის „საბოლოო დასრულების“ პირობა დადო.
ვიეტნამში ტაიფუნ „კაჯიკის“ შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.