December 20, 2025

"კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთს არ სჯერა, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის, კონფლიქტი მშვიდობიანად დაასრულოს.

„მაშინ მათ ეს არ სურდათ და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგსაც თავდაპირველად დათანხმდნენ, პრაქტიკულად პარაფირება მოახდინეს, შემდეგ კი უკან დაიხიეს და ყველა ეს შეთანხმება ნაგავში მოისროლეს. ახლა კი ისინი არსებითად უარს ამბობენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე. თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ, ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ გარკვეულ სიგნალებს, მათ შორის კიევის რეჟიმის მხრიდან, რომ ისინი მზად არიან რაიმე სახის დიალოგისთვის. ერთადერთი რამ, რისი თქმაც მსურს, არის ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით. ჩვენ მზად ვართ და გვსურს, ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დავასრულოთ, იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გასული წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვთქვი და იმ ძირეული მიზეზების მოგვარებით, რამაც ეს კრიზისი გამოიწვია.,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსულ არმიას ზაპოროჟიეს რეგიონში წინსვლა აქვს.

„ჩვენი კიდევ ერთი სამხედრო ჯგუფი, აღმოსავლეთის ჯგუფი სწრაფად მიიწევს წინ ზაპოროჟიეს რეგიონში და დასახლებებს ერთი მეორეს მიყოლებით ათავისუფლებს. როგორც იცით, ამჟამად ქალაქ ჰულიაიპოლეში ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქს მდინარე ორ ნაწილად ყოფს. ძირითადი ნაწილი მარჯვენა სანაპიროზეა. ჩვენმა ჯარებმა მდინარე გადაკვეთეს, წყლის ბარიერი გადალახეს და ქალაქში შევიდნენ. ქალაქის 50 პროცენტი ჩვენი კონტროლის ქვეშაა,“ – აღნიშნა პუტინმა.

წაკითხვა 58 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.