"მხოლოდ ვიქტორ ორბანს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე" - ზელენსკი
მხოლოდ ვიქტორს შეუძლია იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების თავგანწირვის წყალობით, ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, მშვიდობიანი ცხოვრებით ისიამოვნონ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ და ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე არ ზრუნავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრია.
„დამოუკიდებელი პოლონეთი და თავისუფალი ბალტიისპირეთის ქვეყნები დგანან ჩვენი ხალხის უკან. მხოლოდ ვიქტორს შეუძლია იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა იმაზე, თუ როგორ გააფართოოს თავისი არმია, რათა შეაჩეროს რუსული ტანკები, რომლებიც შეიძლება, ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნდნენ. ჩვენი ხალხიდან არცერთი არ ირჩევს ასეთ გმირობას. უკრაინამ ეს ომი არ აირჩია. უკრაინელები ხალხია და არა ტერმინატორები, ჩვენი ხალხი კვდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
