საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 1 მილიონს გადააჭარბა.
EEAS-ის (European Union External Action) ახალი ანგარიშის თანახმად, ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსის გლობალურ კრიზისის შედეგად შექმნილ სიტუაციას ყალბი ცნობებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.
ესპანეთში ერთი დღე-ღამის მანძილზე 950 ადამიანი დაიღუპა, რითაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) იძულებული გახდა, სარეანიმაციო განყოფილებაში პაციენტის მოთავსების კრიტერიუმები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ამ თემაზე ჟურნალისტებს ქვეყნის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილე, ექიმი ჯენი ჰარისი კვირას ესაუბრა.