ირანი ადამიანებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევას იწყებს
ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოკვლევა ადამიანებზე ორ კვირაში დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას, ირანის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
"ირანმა კარგი პროგრესი განიცადა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში. ვაქცინა, რომელზეც რამდენიმე კვლევითი ჯგუფი მუშაობს, უკვე შემოწმებულია მაიმუნებზე. ადამიანზე კვლევები ორ-სამ კვირაში დაიწყება. ყველა ეს პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ხორციელდება ჯანმოს პროტოკოლების, აგრეთვე ირანის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ნორმების შესაბამისად", - განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე 504 281 ადამიანი დაინფიცირდა, 28 816 ადამიანი კი გარდაიცვალა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
