უცხოური პრესა: კიდევ სად შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებები
რუსული გაზეთის „კომსომოლსკაია პრავდას“ («Комсомольская правда») დღევანდელ, 15 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კიდევ სად შეიძლება ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე ომი გაჩაღდეს“ (ავტორი - იგორ ემელიანოვი), რომელშიც საუბარია იმ ქვეყნებსა და რეგიონებზე, სადაც შესაძლოა, ყარაბაღის მსგავსად, საომარი მოქმედებები დაიწყოს - მოლდოვაში (დნესტრისპირეთში), უკრაინაში (დონბასში), ყირგიზეთში (ოშის ოლქში), აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში).
მასალაში მიმოხილულია საქართველოში 1990-1993 წლებში მიმდინარე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის, აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები. ავტორი ესაუბრება „უახლესი პერიოდის სახელმწიფოების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის“ დირექტორს ალექსი მარტინოვს, რომელიც დარწმუნებულია - საქართველოში ახალი ომის დაწყების წინამძღვრები არ არსებობს: „სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული, მანამ კონფლიქტი არ იქნება“, - ამბობს პოლიტოლოგი.
- ვთქვათ და საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი, საითაც თბილისი ისწრაფვის?
- ნატოს წესდება არ ითვალისწინებს ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, რომლესაც მოუგვარებელი ტერიტორიული საკითხები და პრეტენზიები აქვთ. საქართველო რომ ნატოს წევრი გახდეს, მას მოუწევს დღევანდელ სტატუს-ქვოს დათანხმდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველო ნატოს ზღურბლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუახლოვდება, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
- ანუ ომი რომ არ განახლდეს მთავრი ფაქტორი ისაა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბაზები არსებობს?
- დიახ, ეს ჩვენს პასუხისმგებლობაში შედის - ვიზრუნოთ იმ ხალხების ბედზე, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრობენ. ეს ისტორიული პასუხისმგებლობაა და მას ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაცნობიერებთ. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სამხედრო ბაზების განთავსება - ყველაზე რეალურ გარანტიას წარმოადგენს იმისთვის, რომ მათ საზღვრებზე, საქართველოსთან, სამხედრო მოქმედებები არ დაიწყოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს