ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა.
ყაზახეთში არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდს წარმოადგენს, კვიპროსზე 25 პაციენტის ანალიზში გამოვლინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კათედრის თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მოვლენები ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სამოქალაქო კონფლიქტში ერთმანეთს ხალხი შეეჯახა.
„ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია, - ამ ინფორმაციას Euronews ფრანგი მენციერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პლატფორმა Worldometers-ის მიხედვით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
