"რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, პირველი თავს არავის დასხმია"
რუსეთი პირველი არასდროს, არავის დასხმია თავს და ამდენი კონფლიქტის გადამტანს, არც კი სურს წარმოთქვას სიტყვა „ომი“, - ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, პირველი არავის თავს არ დასხმია და რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა - ეს არის უკანასკნელი ქვეყანა ევროპაში, ვისაც სურს წარმოთქვას სიტყვა ომი“, - განაცხადა პესკოვმა გადაცემაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“.
მისივე თქმით, რუსეთი მოუწოდებს დასავლეთს გონიერებისკენ.
„მოვუწოდებთ, საკუთარ თავს ჰკითხონ: რა აზრი აქვს რუსეთისთვის, ვინმეს თავს დაესხას? მოგიწოდებთ, გაიხსენოთ ისტორია. თუმცა, ასე ვთქვათ, მათთან, დასავლეთში, როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდით, ისტორიაში არც თუ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ შევახსენებთ, რომ რუსეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს არავის დასხმია თავს“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
