"პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა, სამიზნე კიევი იქნება"
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სადაზვერვო ინორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაში შეიჭრება. ეს განცხადება მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბაიდენის თქმით, პუტინის სამიზნე კიევია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეჭრის საბაბად რუსეთი დეზინფორმაციას გამოიყენებს, რომელიც თითქოსდა დონბასში უკრაინის მხრიდან შეჭრის მცდელობას უკავშირდება.
"ჩვენ გვჯერა, რომ მათი სამიზნე იქნება უკრაინის დედაქალაქი კიევი. ქალაქი, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ რეგულარულად და საჯაროდ ვსაუბრობთ რუსეთის გეგმებზე, არა იმიტომ, რომ კონფლიქტი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. გავაქარწყლოთ ყველა მიზეზი, რაც შეიძლება იყოს რუსეთისთვის შეჭრის საფუძველი. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, რომ დავიცვათ NATO-ს ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან. ჩვენ არ გავგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას". – თქვა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური მცდელობების შეწყვეტას, ბაიდენმა თქვა, რომ "სანამ ის არ დაიწყებს შეჭრას, დიპლომატიური გადაწყვეტა შესაძლებელი რჩება".
ბაიდენმა დასძინა, რომ თუ უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყება საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და მისი ამერიკელი კოლეგის ენტონი ბლინკენის შეხვედრამდე, რომელიც 24 თებერვალს არის დაგეგმილი, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა "დიპლომატიისთვის კარი დაკეტა" - დასძნა ბაიდენმა
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
