February 5, 2026

აგვისტო 19 2025 წაკითხვა 164 ჯერ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განიხილეს მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების დონის ამაღლების შესაძლებლობა,- ამის შესახებ რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

აგვისტო 19 2025 წაკითხვა 226 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ვაშინგტონში 18 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა და ტელეფონით ესაუბრა.

აგვისტო 19 2025 წაკითხვა 210 ჯერ

როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ეს ევროპის კონტინენტის მთელ უსაფრთხოებას ეხება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

აგვისტო 18 2025 წაკითხვა 253 ჯერ

,,ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი უნდა იყოს ხანგრძლივი. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეთმო ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - და პუტინმა ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც 1994 წელს უკრაინას სავარაუდოდ „უსაფრთხოების გარანტიები“ მიეცა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, მაშინ ყირიმის დათმობა არ ღირდა, ისევე როგორც 2022 წლის შემდეგ უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა, ხარკოვი. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცები წარმატებებს აღწევენ დონეცკისა და სუმის რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტურად უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, ყველა პარტნიორის მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად რუსეთს აიძულებს ნამდვილი მშვიდობის დამყარებას" -წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ.

აგვისტო 18 2025 წაკითხვა 251 ჯერ

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“.

აგვისტო 18 2025 წაკითხვა 221 ჯერ

რუსების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვში მომხდარ შეტევას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.

გვერდი 26 სულ 367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.