September 11, 2025

“დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული” - რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი განზრახ დაესხა თავს ნატო-ს წევრ ქვეყანას და კრემლის განცხადებები ჩაურევლობის შესახებ ტყუილი და ტიპური საბჭოთა პრაქტიკაა.

“პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვია რუსეთში წარმოებულმა დრონებმა. ჩვენი შეფასებით, მათ კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ განზრახ მიმართეს. პოლონეთი, ევროკავშირი და ნატო არ შეშინდებიან და გავაგრძელებთ უკრაინის მამაცი ხალხის მხარდაჭერას. დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

 

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.

წაკითხვა 55 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 11 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.