კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო საშიში იყოს, ვიდრე აქამდე არსებული COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელმა ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსების საკითხებში, პროფესორმა პიტერ ჰორბიმ განაცხადა.
ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენ”-ში («New Statesman») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აზერბაიჯანი: ეკლიანი გზა სომხებთან შერიგებისაკენ, მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ“. პუბლიკაციის ავტორი იდო ვოკი, ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად, აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ოფიციალურად იყო მიწვეული ბაქოში ომის შემდგომი სიტუაციის გასაცნობად, მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების ფონზე.
რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სათაურით „სეპარატიზმის ეპიდემია: ევროპიდან აფრიკამდე“ განხილულია სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციები მეთოდები, თუმცა, კავკასიისა და აფრიკის რეგიონებში მომხდარი ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა შეიარაღებული ძალის გამოყენებას (ავტორი - იური სიგოვი).
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ბაიდენმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა დელავერში, მის სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გაიკეთა.
აცრის შემდეგ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. მან ყურადღება გაამახვილა ვაქცინის უსაფრთხოებაზე, შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვაქცინის განაწილების დაწყებისთვის „გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს“.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაქცინის განაწილებას დრო დასჭირდება და მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ ნიღბები, ასევე უარი თქვან ზედმეტ მოგზაურობაზე შობის პერიოდში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის მიერ „ნოვიჩოკით“ მისი მოწამვლის შესახებ გამოქვეყნებული ე.წ. გამოძიება უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით არის მომზადებული.