''თავისუფლება ტირანიაზე უკეთ უნდა იყოს შეიარაღებული'' - ვოლოდიმირ ზელენსკი
მეტი იარაღის გარეშე ომი გადაიქცევა უსასრულო სისხლის აბაზანად, რომელიც ავრცელებს უბედურებას, ტანჯვასა და განადგურებას , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში უკრაინის პირველი პირი ამბობს, რომ უკრაინა თავს იცავს რუსეთისგან იმაზე ბევრად მეტხანს, ვიდრე დამპყრობლებმა დაგეგმეს, თუმცა იქვე დასძინა, რომ „რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, შეუტიოს არა მხოლოდ უკრაინას“.
„პოლონეთი, მოლდოვა, რუმინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდებიან შემდეგი სამიზნეები, თუ უკრაინის თავისუფლება დაეცემა” , - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინას მძიმე არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები სჭირდება.
„თავისუფლება ტირანიაზე უკეთ უნდა იყოს შეიარაღებული”, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
„დასავლეთის ქვეყნებს ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. ტირანიაზე საბოლოო გამარჯვება და გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა მათზეა დამოკიდებული” , - დასძინა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
