ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენის მიერ სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას „ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები“ უწოდა
ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას.
„მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, რათა წინ აღვუდგეთ ბოროტებას. მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსეთის შემდეგი სისასტიკე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფზე საუბრისას უკრაინაში მომხდარი „გენოციდად“ შეაფასა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
