მარიუპოლის საკრებულოს შეფასებით, ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური დაბომბვის შედეგია, სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი დაჯდება.
უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიევთან მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. უკრაინული მედიის ინფორმაციით,გაერო-ში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, „ითამაშოს თავის როლი“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.