უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მსოფლიოს ყველა ქვეყანა" მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ოფისიდან CNN-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ პუტინს შეუძლია მიმართოს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.
„არა მხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლეც. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე, არაფერია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ არ შეგვეშინდეს, არ შეგვეშინდეს, მაგრამ ვიყოთ მზად. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ მთელი მსოფლიოსი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ უკვე 50 დღეა, ვიბრძვით, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომიდან 50-ე დღის ბოლოს გავრცელებული მიმართვის დროს გააკეთა.
რუსეთი ბრაზილიას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და “დიდ შვიდეულში“ მხარდაჭერას სთხოვს, იმისთვის, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამკლავებაში დაეხმაროს, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ყოველდღიურად ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი ბრუნდება.
რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.