"რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ ჩვენი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
