რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg
რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდა 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო.
Bloomberg-ი განმარტავს, რუსეთს აქვს ფული გადასახდელად და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციებმა შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღება.
რუსეთი აცხადებს, რომ ფული Euroclear-ს ბანკს გადაეგზავნა, რომელსაც შემდეგ ის ინვესტორებისთვის უნდა გაენაწილებინა, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ ბანკშია და კრედიტორებს არ მიუღიათ. თანხას მიღების ვადის გასვლის თარიღიდან 30 დღეში კი ითვლება, რომ ქვეყანამ დეფოლტი განიცადა, რაც დიდი დარტყმაა ქვეყნის პრესტიჟისთვის.
Bloomberg-ი დეფოლტს რუსეთის ეკონომიკისა და რუსებისთვის, რომლებიც უკვე განიცდიან ორნიშნა ინფლაციას და ყველაზე უარეს ეკონომიკურ ვარდნას ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ სიმბოლურ მოვლენად აფასებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს რუსეთმა დეფოლტი 1918 წელს, „ბოლშევიკური რევოლუციის“ დროს განიცადა, როდესაც ახალმა კომუნისტმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა უარი თქვა რუსეთის იმპერიის ვალების გადახდაზე.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო