"დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი

 

შვებით ამოვისუნთქე, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარი სროლის შემდეგ ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოდ არიან, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე მომხდარ ინციდენტს.

„დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. თავისუფალი პრესის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად გამართული ღონისძიება არასდროს არ უნდა იქცეს შიშის სცენად. დაშავებულ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს კალასი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

წაკითხვა 79 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.