"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზითაც შეიძლებოდა"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზითაც შეიძლებოდა.
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი გადაწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად, რათა შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ერთამანეთის წინააღმდეგ დგანან, სამწუხაროდ, ერთმანეთს ისევ ავტომატების სამიზნეებიდან ხედავენ, მიზნის მისაღწევად ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ, ჩვენი ღრმა რწმენით, რისი მიღწევაც მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესით შეიძლებლოდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, მუდმივ კონტაქტზეა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მთავრობასთან.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
