ვენაში სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სინაგოგასთან მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანია დაჭრილი.
ინფორმაციას მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა პოლიციის ოფიცერი.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.
BBC-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი შეაფასა როგორც "ტერაქტი" და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი გარდაიცვალა, ერთი კი გაიქცა.
ვენის ცენტრში პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ტერიტორიაზე მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
