თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 200-ს გადააჭარბა დაშავებულთა რაოდენობამ. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას 12 დანგრეული შენობიდან ცდილობენ.
ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა. მიწისძვრის შედეგად დაზარალდა საბერძნეთის კუნძული სამოსი, სადაც ნგრევას 2 მოზარდი ემსხვერპლა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
