"თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს, გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს ვერ დაიცავენ.
„მოდით პირდაპირ ვიტყვი - ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოების ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობისა და ხალხის ქმედებები ამას არ ასახავს. ვირუსის ერთადერთი მიზანია იპოვოს ხალხი და დააინფიციროს“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ონლაინ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ლიდერების მხრიდან სხვადასხვაგვარი მესიჯები ძირს უთხრის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს - ნდობას.
„თუკი მთავრობები მკაფიო კომუნიკაციას არ მოახდენენ მათ მოქალაქეებთან და არ შეიმუშავებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება გადაცემის აღკვეთისა და ადამიანების გადარჩენისკენ, თუკი მოსახლეობა არ დაიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს ფიზიკურ დისტანცირებას, ხელების დაბანას, პირბადეების ტარებას, ხველებისას ეტიკეტს და ავადმყოფობის დროს სახლში ყოფნას - თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა. ის გახდება უარესი, უარესი და უარესი“, - აღნიშნა გებრეიესუსმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების საერთო შემთხვევებმა მსოფლიოში 13 მილიონს გადააჭარბა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
