გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის - საქართველო სიაში ვერ მოხვდა
გერმანია 15 ივნისიდან 31 ქვეყნისთვის საზღვრებს ხსნის და ამ ქვეყნებში მოგზაურობის ნებართვასა და რეკომენდაციას იძლევა.
საუბარია ევროკავშირის 26 წევრ და 5 არაწევრ ქვეყანაზე - ისლანდიაზე, ნორვეგიაზე, შვეიცარიაზე, ლიხტენშტეინსა და დიდ ბრიტანეთზე.
მსოფლიოს 160-ზე მეტ სახელმწიფოში კი, მათ შორის, გერმანელებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებში - თურქეთში, ეგვიპტეში, ტუნისსა და ტაილანდში მოგზაურობა, ნებადართული მხოლოდ აგვისტოს ბოლოდან იქნება.
გერმანიის მოქალაქეებს მოგზაურობა 31 აგვისტომდე ეკრძალებათ საქართველოშიც.
ქვეყნები, სადაც გერმანიის მოქალაქეებს მოგზაურობის უფლება მიეცათ, შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩიეს: ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ჩატარებული ტესტების რაოდენობა, აგრეთვე ტურისტული უსაფრთხოების ზომები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
