უკრაინა სანიტარული და პოლიტიკურ კრიზისებს შორის - „სააკაშვილის გაცოცხლება“
ავსტრალიური აკადემიური გამოცემა „კონვერსეიშენი“ («The Conversation»), რომლის ოფისი მელბურნშია განთავსებული და რომელშიც ხშირად ქვეყნდება უცხოელი მკვლევარების ნაშრომები, ამჯერად აქვეყნებს ფრანგი მკვლევარის ქრისტინა დიუგან-კლემანის ანალიტიკურ სტატიას სათაურით „უკრაინა სანიტარული და პოლიტიკურ კრიზისებს შორის“.
პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის დღევანდელი სიტუაცია, კორონავირუსით გამოწვეული სიძნელეები, რაც პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარდება. პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი - უკრაინის ეკონომიკა უკან-უკან მიდის, ამომრჩეველი კი მისგან დაპირებების შესრულებას ელოდება.
სტატიის ერთ-ერთი ნაწილში სათაურით „სააკაშვილის გაცოცხლება“ სწორედ ამ საკითხზეა საუბარი. პრეზიდენტმა ქვეყნის რეფორმირებისათვის სპეციალური ორგანო შექმნა და მის ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა, მაგრამ რამდენად გამართლებულია მისი ნაბიჯი? დიახ, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ რჩება ცნობად პოლიტიკურ ფიგურად, მაგრამ რადგანაც უკრაინის პარლამენტის დეპუტატები და თვით პრეზიდენტის პარტიის ფრაქციის წევრები მოერიდნენ მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრს არ მოსწონს მისი კონფლიქტურ და ფეთქებადი ხასიათი. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება მთვარობის შიგნით კრიზისის მიზეზი გახდეს და არა მარტო შიგნით, არამედ გარეტაც: მისმა დანიშვნამ უკრაინის ერთგული მოკავშირე საქართველოც გაანაწყენა.
ასევე დიდი ალბათობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ ასევე გაართულოს უკრაინის ურთიერთობა როგორც დასავლეთის იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქარტველოს ყოფილ პრეზიდენტს გაუწონასწორებელ პიროვნებად მიიჩნევენ, არამედ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რომლებზეც ბევრადაა დამოკიდებული რეფორმების წარმატებით განხორციელება“, - ნათქვამია სტატიაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://theconversation.com/lukraine-entre-crise-sanitaire-et-crise-politique-139691
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
