ირანში COVID-19-ის მეორე ტალღა იწყება
ირანი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევები ეპიდემიის საწყის ეტაპზე დაფიქსირებულ პიკს მიუახლოვდა.
ირანში ინფიცირების პიკი 30 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 3 200-ით გაიზარდა. ამ პერიოდის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, თუმცა 4 ივნისს 24 საათში კორონავირუსით 3 600 ადამიანი დაინფიცირდა.
ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 886-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.
რა არის ირანში კორონავირუსის მეორე ტალღის მიზეზი, უცნობია. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ხელმეორედ ინფექცია ირანში ავღანეთიდან შეიძლებოდა გავრცელებულიყო, სადაც ოფიციალური მონაცემების თანახმად, კორონავირუსის შემთხვევები იზრდება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 169 425 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 132 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილია 8 209 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 75 ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
