"უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი
უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს უკრაინელებისა და რუსების მკვლელობის შეჩერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტი რუსეთის, როგორც „დიდი ძალის“ იმიჯისთვის საზიანოა.
„ეს არის ომი, რომელიც ერთ კვირაში უნდა მოეგოთ, თუმცა უკვე მეოთხე წელი იწყება“, – აღნიშნავს ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს უკრაინელ კოლეგასთან რუსეთ-უკრაინის ომს განიხილავს. მედიაში ვარაუდობენ, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის მიწოდების საკითხი იქნება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
