პაკისტანში, სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა | არიან დაშავებულებიც
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ ავტობუსი სკოლის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ამ დროს ავტობუსში დაახლოებით 40 მოსწავლე იმყოფებოდა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
დაშავეულების შესახებ ინფორმაციასALJAZEERA ავრცელებს და წერს, რომ 38 ადამიანი არის დაშავებული.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
