ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი, თანამდებობას ტოვებს,- ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მასკი ერთგვარად დაემშვიდობა პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტს. მან განაცხადა, რომ მომავალში გეგმავს კვირაში მხოლოდ ერთი ან ორი დღე იმუშაოს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტში.
„პირველი 100 დღის განმავლობაში უზარმაზარი რამ იქნა მიღწეული. მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველასთვის. ჩემთვის თქვენთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის“, – განაცხადა მასკმა მთავრობის სხდომაზე.
DOGE-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა ფედერალურმა სამუშაო ძალის შემცირების ინიციატივამ ჯერჯერობით 160 მილიარდი დოლარი დაზოგა – გაცილებით ნაკლები, ვიდრე მისი თავდაპირველი პროგნოზები იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
