"ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ: პუტინისკენ" - ემანუელ მაკრონი
აგრესორი ერთია - რუსეთი, აშშ-ს ბრაზი მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი აგრესორია - რუსეთი და ამიტომ, მისი თქმით, “ამერიკის ბრაზი მხოლოდ ერთი ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული: პრეზიდენტი პუტინისკენ”.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ “საფრანგეთის პოზიცია უცვლელია და ასეთად დარჩება”.
“მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს. გავაგრძელებთ უკრაინელი ერის უფლების დაცვას მშვიდობით იცხოვრონ თავიანთ ტერიტორიაზე და თავიანთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,-განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე პუტინს მოუწოდა, “შეწყვიტოს ტყუილი”.
“ის ამბობს “მშვიდობა მინდა” და აგრძელებს დაბომბვებსა და უკრაინაში ხალხის მკვლელობას. თუ ის იტყვის “კი”, ხვალ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა”, - განაცხადა მაკრონმა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
