თურქეთში სტამბოლის მერის ადვოკატი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ყველაზე დიდი პოლიტიკური კონკურენტის ადვოკატი,- ამის შესახებ განაცხადა, ციხეში მყოფმა სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ,
როგორც Reuters-ი წერს, მთავარი ოპოზიციური პარტიის, CHP-ის დეპუტატი, რომელიც ლიდერობს ზოგიერთ გამოკითხვაში, კვირას დააპატიმრეს. სანამ სასამართლო განხილვას ელოდა, მის დაკავებას ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია მასობრივი დაპატიმრებები ქვეყნის მასშტაბით.
“მეჰმედ ფეჰლივანი, ადვოკატი, რომელიც იცავდა იმამოღლუს ბოლო გამოძიებაში, დააკავეს შეთხზული მიზეზების გამო”, – დაწერა CHP-ის დეპუტატმა, თურან ტასკინ ოზერმა X-ზე.
დაკავების ფაქტს თავად იმამოღლუ გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ X-ში თავისი ადვოკატის გათავისუფლება მოითხოვა.
“პროჰიბიციონისტულ გონებაში, არც სიცრუე მთავრდება და არც ცილისწამება. ამჯერად ჩემი ადვოკატი მეჰმედ ფეჰლივანი გაყალბებული საფუძვლით დააკავეს. თითქოს არ იყოს საკმარისი გადატრიალების მცდელობა დემოკრატიაზე, ისინი ვერ იტანენ ამ გადატრიალების მსხვერპლთა დაცვას. მათ სურთ, რომ დემოკრატიის გადატრიალებას ლეგალური გადატრიალება დაემატოს. სულ უფრო იზრდება ბოროტება, რომელსაც ერთი მუჭა უუნარო ადამიანი აყენებს ჩვენს ქვეყანას. სასწრაფოდ გაათავისუფლე ჩემი ადვოკატი”,- წერს იმამოღლუ.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი