რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტასთან ძალიან ახლოს არიან - სახდეპი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტასთან ასე ახლოს, აქამდე არასდროს ყოფილა.
ამის შესახებ ილაპარაკა სახდეპის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა:
"ჩვენ ამასთან (ცეცხლის შეწყვეტასთან) ახლოს ვართ. ძალიან საინტერესოა. აქამდე ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ".
ტემის თქმით, ვაშინგტონი, ამ წუთებში, როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობს, რის შემდეგაც მხარეები შემდგომ საკითხებზე მსჯელობას დაიწყებენ. ბრიუსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს შავ ზღვაში "მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობა სრულად აღდგეს".
პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას ბრიუსმა აღნიშნა, რომ "ორივე მხარეს კომპრომისებზე წასვლა მოუწევს".
24 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
