ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს არჩევნებში წარუმატებლობის გამო
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის პარლამენტის არჩევნებსა და ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მარცხზე და თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. ამასთან, დე კროომ განაცხადა, რომ ლიბერალები ძლიერი არიან და დაბრუნებიან.
ბელგიის ფედერალურ პარლამენტს ჰოლანდიურენოვანი ფლანდრიის და ფრანგულენოვანი ვალონიის რეგიონებში ირჩევენ.
წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ კროოს პარტიამ ფლანდრიაში მიიღო ხმების მხოლოდ 5,5%. პირველ ადგილზე 17%-ით გავიდა მემარჯვენე პარტია „ახალი ფლანდრიული ალიანსი“, ხოლო მეორეზე 14%-ით - მემარჯვენე რადიკალური პარტია „ფლანდრიის ინტერესი“. ვალონიაში პირიქით, პოზიციები ლიბერალებმა გაიუმჯობესეს.
ალექსანდერ დე კროო, რომლის პარტიისთვის წარუმატებელი იყო ევროპარლამენტის არჩევნებიც, ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას ოფიციალურად დღეს, 10 ივნისს აცნობებს მეფე ფილიპს. დე კროო პრემიერის მოვალეობას შეასრულებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე.
ბელგიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაიწყება რთული მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. 2019 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის შექმნას თითქმის 500 დღე დასჭირდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
