"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რთული გადასამოწმებელია" - პიტერ სტანო
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რთული გადასამოწმებელია.
„ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, დაიღუპა ევგენი პრიგოჟინი და მისი გარემოცვის წევრები. მაგრამ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ რუსეთში, ძალიან რთულია ამის გადამოწმება“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.
პიტერ სტანოს თქმით, პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ ჯგუფის უარყოფითი ქმედებები ფართოდ არის ცნობილი, რაც მიუთითებს მის მონაწილეობაზე უკრაინის ომში და მის ოპერაციებზე აფრიკის ქვეყნებში.
„ყველგან, სადაც „ვაგნერის“ ჯგუფი იმყოფებოდა, მათ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კვალი დატოვეს“, - განაცხადა სტანომ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
