"ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის"
ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის დღეს სამხრეთ აფრიკელ კოლეგას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფოსა სამხრეთ აფრიკას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალურ ქვეყნად წარმოაჩენს და ამ საკითხზე გაერო-ს რეზოლუციებზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან სამხრეთ აფრიკა თავს იკავებს, თუმცა, ქვეყანა, თებერვალში რუსეთთან და ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასპინძლობას გეგმავს, რაც, დასავლური მედიის შეფასებით, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთთან ურთიერთობებს დაძაბავს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
