''გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ უკვე აწარმოებენ არაპირდაპირ ომს რუსეთთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, სხეულითა და ტვინით, მაგრამ შორი მოქმედების იარაღის მიწოდება იქნება სერიოზული ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ'' - სერგეი ლავროვი
თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსმა დიპლომატმა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც „საღი აზრი შეინარჩუნეს“ მოუწოდა, აღკვეთონ ესკალაციის ახალი რაუნდი.
„ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი უკვე აწარმოებენ არაპირდაპირ ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, სხეულითა და ტვინით, მაგრამ შორი მოქმედების იარაღის მიწოდება იქნება სერიოზული ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ“, - დასძინა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს დასავლეთში, რომელბიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე ასეთი დარჩა, აცნობიერებენ ამ ყოველივეს.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
