რა სიმპტომები აქვს "ომიკრონს"?
სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი, ექიმი, რომელმაც "ომიკრონის" შტამი აღმოაჩინა აცხადებს, რომ მას COVID-19-ისათვის არადამახასიათებელი სიმპტომები აქვს.
კერძოდ, ახალი შტამით ინფიცირებულ პირებში ექიმმა შენიშნა, რომ ხშირი იყო გამორჩეული დაღლილობა, მოქანცულობა და სრული მოშლილობა.
თუმცა, ექიმი კუნძე აცხადებს, რომ სრულიად განსხვავებულია სიმპტომები პატარა ინფიცირებულებში. კერძოდ, საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითზე ექიმმა შენიშნა, რომ მის 6 წლის ნათესავს კორონავირუსი უფრო რთული ფორმით გადაჰქონდა, ვიდრე ოჯახის დანარჩენ წევრებს. უფრო ზუსტად კი, პატარა 6 წლის პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და აჩქარებული გულისცემა.
ამ ეტაპზე, "ომიკრონის" შტამის ძირითად სიმპტომებად სახელდება მაღალი ტემპერატურა და დაღლის ძლიერი შეგრძნება, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის გარეშე. რის ჯგუფებს კი უფრო მეტად ახალგაზრდები და ბავშვები განეკუთვნებიან.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ