ივნისი 15 2025 წაკითხვა 385 ჯერ
ინგრედიენტები:
 
115   გრამი პური(სასურველია ბრუსკეტა)
 
 
3   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
 
4   ცალი ქათმის ფილე
 
 
3   კონა სალათის ფურცლები
 
 
14  ჭიქა ლიმონის წვენი
 
 
14  ჭიქა მაიონეზი
 
 
14  ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
 
 
2   ცალი ანჩოუსის ფილე
 
 
1   კბილი ნიორი
 
 
მარილი და წიწაკა გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 

გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.

 

ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ.

 

გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად.

 

დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი), მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად!

 

წყარო: kulinaria.ge

ივნისი 13 2025 წაკითხვა 442 ჯერ
ინგრედიენტები:
ივნისი 11 2025 წაკითხვა 431 ჯერ
ინგრედიენტები:
ივნისი 10 2025 წაკითხვა 481 ჯერ
ინგრედიენტები:
ივნისი 09 2025 წაკითხვა 398 ჯერ
ინგრედიენტები:
 
12  ლიტრი მდუღარე წყალი
 
 
6   ცალი შავი ჩაის ერთჯერადი პაკეტი
 
 
12  ჭიქა თეთრი შაქარი
 
 
4   ცალი ლაიმის წვენი
 
 მომზადებისწესი:
 

დიდ თასში ან ქილაში მოათავსეთ 6 ცალი შავი ჩაის ერთჯერადი პაკეტი და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერთ 45 წუთით.

 

ამოიღეთ ჩაის პაკეტები. შეურიეთ შაქარი და ლაიმის წვენი, ურიეთ შაქრის გადნობამდე. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. მირთმევამდე შედგით მაცივარში.

 

წყარო: kulinaria.ge

ივნისი 08 2025 წაკითხვა 650 ჯერ
ინგრედიენტები:
გვერდი 6 სულ 59
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.