ივლისი 03 2025 წაკითხვა 326 ჯერ

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 650 გრ.
  • შვრიის ფანტელი - 120 გრ.
  • ხახვი - 1 ცალი,
  • საფანელი - 5 ს.კ.
  • ფქვილი - 30გრ
  • წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • ზეთი - 20 გრ.

მომზადების წესი:

 

ჩაყარეთ შვრიის ფანტელები ღრმა ჯამში, მდუღარე წყალი დაასხით და 35 წუთი ასე დატოვეთ.

 

ქორფა ყვავილოვანი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩაუშვით და 5-7 წუთის განმავლობაში ხარშეთ. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო გადაიტანეთ თუშფალანფზე, რათა ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს. როცა სითხე ჩამოიწურება და კომბოსტოც გაგრილდება, წვრილად დაჭერით და ბლენდერის დახმარებით დააქუცმაცეთ. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი.

 

დამბალი შვრიის ფანტელს ზედმეტი სითხე მოაცილეთ და კომბოსტოსთან და ხახვთან ერთად ჯამში აურიეთ. ბოლოს დააყარეთ ფქვილი, მარილი, პილპილი და გატარებული მწვანილი.

 

მომზადებული მასა 15 წუთით დატოვეთ, შემდეგ კი სველი ხელით კატლეტები გამოიყვანეთ და საფანელში ამოავლეთ.

 

ტაფაზე ზეითუნის ზეთი დაასხით, კარგად გააცხელეთ და კატლეტები შეწვით.

 

სულ ეს არის.

 

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

ივლისი 02 2025 წაკითხვა 334 ჯერ

ცომის ინგრედიენტები:

ივნისი 29 2025 წაკითხვა 332 ჯერ

ინგრედიენტები:

ივნისი 28 2025 წაკითხვა 320 ჯერ

ინგრედიენტები:

ივნისი 27 2025 წაკითხვა 426 ჯერ

ინგრედიენტები:

ივნისი 26 2025 წაკითხვა 333 ჯერ

მომზადების წესი:

გვერდი 4 სულ 58
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.