ჭვიშტარი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
სიმინდის ფქვილი თასში ჩაყარეთ. დაუმატეთ კვერცხი, კარაქი, შაქარი და მარილი. ნელ–ნელა შეურიეთ 230 მლ რძე ან წყალი (უმჯობესია რძე).
ცომის მოსაზელად ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ, სულ მცირე 5 წუთით.
მიღებული ცომი 6 ნაწილად გაყავით და დაამრგვალეთ.
სულგუნი კვადრატის ფორმის სქელ ნაჭრებად დაჭერით (თითო ნაჭერი თითო ჭვისტარისათვის).
ყველის ნაჭერი ფრთხილად მოათავსეთ თითოეულ ცომის გუნდაში ისე, რომ ყველი მთლიანად ცომის შიგნით მოექცეს (ცომით უნდა იყოს დაფარული). შემდეგ მიეცით მჭადის ფორმა.
ტაფაზე ზეთი დაასხით და როცა გაცხელდება მოალაგეთ ჭვიშტარი. დაუწიეთ გაზქურას და დააფარეთ ტაფას.
5–6 წუთის შემდეგ, ჭვიშტარი ფრთხილად გადმოაბრუნეთ და დაბალ ტემპერატურაზე კიდევ 5–6 წუთით წვით (თავსახურის გარეშე). მიირთვით ცხელი.
წყარო: kulinaria.ge
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
