რეცეპტის ინგრედიენტები
1⁄2 კგ. ქათამი
2 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 კონა ნიახური
ცოტაოდენი პეტრუშკა და კამა
2 ჭიქა ფქვილი
2 ცალი კვერცხის გული
200 გრამი ქამა სოკო
2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
1⁄2 კონა ოხრახუში
3 ს/კ მდნარი კარაქი
1 ცალი კვერცხი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ქვაბში ჩაასხით 2,5 ლიტრი წყალი, მოათავსეთ 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, ოხრახუში მთლიანად, პეტრუშკის ძირი, ქათამი და მოხარშეთ ბულიონი. გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, ქათმის ხორცი წვრილად დაჭერით.დარჩენილი ხახვი და სტაფილო დაჭერით კუბიკებად. სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით თხელ ფენებად. ტაფაზე გააცხელეთ 2 ს/კ ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და თუშეთ 5 წუთი. განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, თუშეთ კიდევ 5-7 წუთი. მოთუშული ხახვი და სტაფილო საწურით გადაიტანეთ თეფშზე, ტაფაზე მოათავსეთ დარჩენილი ცხიმი და სოკო. საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ 5-7 წთ. ტაფაში დააბრუნეთ ხახვი და სტაფილო და დაბალ ცეცხლზე თუშეთ კიდე 2-3 წუთი. ტაფაში არსებული შიგთავსი მოათავსეთ ბულიონში. ბულიონი დადგით დაბალ ცეცხლზე პარალელურად კი დაიწყეთ ლაფშის მომზადება.
https://kulinaria.ge
ინგრედიენტები
რეცეპტის ინგრედიენტები
150 გრამი ბრინჯი
2 ს/კ შაქარი
60 გრამი ნიგოზი
300 მლ. ქოქოსის რძე
50 გრამი ქიშმიში
მწიკვი მარილი
ბრინჯი ერთი ღამით წყალში ჩაალბეთ. მეორე დღეს გადაწურეთ, დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ ალს დაუწიეთ და მოხარშეთ.ჩაუმატეთ ქიშმიში, შაქარი, მწიკვი მარილი და დაჭრილი ნიგოზი. ბოლოს ჩაასხით ქოქოსის რძე და მოურიეთ. დააფარეთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. შედეგად უნდა მიიღოთ ბლანტი, სამარხვო, არომატული ფაფა ნიგვზითა და ქიშმიშით. გემრიელად მიირთვით!
https://kulinaria.ge
ინგრედიენტები
საახალწლო სუფრის მომზადება, ერთი შეხედვით, ბევრ ფიქრს არ საჭიროებს.
ყველა ოჯახს თავისი ტრადიციული საახალწლო კერძები აქვს, ბევრი მათგანი ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია და ყველა ოჯახის მაგიდას ამშვენებს.
მიუხედავად ამისა, ახალბედა გამოუცდელი დიასახლისისთვის მაინც რთულია საახალწლო სუფრის აუცილებელი კერძების სიის დამოუკიდებლად შედგენა. ზოგიერთი კი ცდილობს, რომ ტრადიციულთან ერთად სიახლე შეიტანოს და გაამრავალფეროვნოს საკუთარი ოჯახის საზეიმო მაგიდა. ეს სტატია სწორედ მათთვისაა, ვინც ახლა აწყობს საახალწლო კულინარიულ გეგმებს.
ტრადიციული კერძების ვრცელი სია კი ასეთია:
1. საცივი
2. ტოლმა
3. ბაჟე
4. ღომი
5. ხაჭაპური
6. ფხალეული
7. აფხაზურა
8. კუპატი
9. ჩურჩხელა
10. ფელამუში
11. გოზინაყი
12. შემწვარი გოჭის ხორცი
ამ გრძელ სიაში შესაძლოა, რამე გამომრჩა და თუ თქვენ ამას შეამჩნევთ, აქვე დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავამატებ. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტები, ნამდვილად კარგ გიდობას გაგიწევთ საახალწლო სუფრის მომზადების დროს.
შემდეგი პუნქტი ეთმობა სალათებს. სალათები ქართულ ტრადიცულ კერძებში ნაკლებად გვხვდება, თუმცა ძალიან ბევრი სალათაა, რომელიც უკვე ტრადიციულად იქცა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს კერძები საახალწლო სუფრასაც ამაყად დაამშვენებენ.
საახალწლო სალათები:
1. სალათა შუბა
https://kulinaria.ge
