ბოსტნეულის კატლეტი

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 200 გრ
  • ბროკოლი - 200 გრ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • კარტოფილი - 2 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • მწვანილი - 0.5 კონა
  • ნიორი - 2 კბილი
  • შვრიის ფანტელი - 100 გრ
  • პურის ფქვილი - 1 ს/კ
  • სახამებელი - 1 ს/კ
  • შავი პილპილი (დაფქული) - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ

მომზადების წესი:

 

1. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გააგრილეთ, გაფცქვენით, გახეხეთ სახეხზე. გასუფთავებული სტაფილოც გახეხეთ. ხახვი, ნიორი და მწვანილი დაჭერით, რაც შეიძლება წვრილად.

 

2. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად, დაასხით 3 ს/კ წყალი. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3-3 წუთით. დარბილებული ყვავილედები დააბლენდერეთ.

 

3. დიდ თასში აურიეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ზეთისა. პროდუქტები მანამ ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დაისველეთ ხელები წყალში და გააკეთეთ კატლეტები.

 

4. შემდეგ შეგიძლიათ ან შეწვათ, ან გამოაცხოთ. თუ შეწვას გადაწყვეტთ, მაშინ კარგად გაცხელებულ და თავდაუხურავ ტაფაზე უნდა შეწვათ და ზეითუნის ზეთი დაამატოთ.

 

5. თუ გამოცხობას გადაწყვეტთ, დაალაგეთ კატლეტები ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 220 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაბრუნეთ და კიდევ, დაახლოებით, 15 წუთი აცხვეთ.

 

წყარო

წაკითხვა 66 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.