სამარხვო კრემიანი ფუნთუშები
ცომის ინგრედიენტები:
ფქვილი - 1 კგ.
საფუარი - 2 ჩაის კოვზი
შაქარი - 3 ჩაის კოვზი
მარილი - 1 ჩაის კოვზი
ზეთი - 1/2 ლიტრი
მომზადების წესი:
ფქვილი ჩაყარეთ მოზრდილ ჯამში, დააყარეთ მარილი, შაქარი, საფუარი, მოაპკურეთ 50 გრამი ზეთი და კარგად აურიეთ.
შემდეგ ფქვილს გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით 650 გრ. თბილი წყალი და ცომი მოზილეთ.
კარგად რომ ამოფუმფულდეს, ცომი, დაახლოებით, ორი საათი უნდა გააჩეროთ.
ამასობაში უნდა მოამზადოთ მოხარშული კრემი პონჩიკებისთვის.
მოხარშული კრემისთვის ინგრედიენტები:
შაქარი - 150 გრ.
ფქვილი - 130 გრ.
წყალი - 1/2 ლიტრი
ვანილი, მარილი.
მომზადების წესი:
ფქვილი და შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
პონჩიკების კრემის მოსამზადებლად საჭირო წყალს ცოტა მოაკელით და ფქვილისა და შაქრის ნარევი გააზავეთ. დანარჩენი წყალი აადუღეთ, დაასხით ამ მასას და დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ.
მზა კრემს გაცივების შემდეგ დაუმატეთ ვანილი.
ფუნთუშების შეწვა:
მზა ცომი დაყავით, დაახლოებით, 80-გრამიან გუნდებად, ჩაუდეთ მოხარშული კრემი და ხინკალივით მოახვიეთ.
ხინკლისგან განსხვავებით, კრემიან ფუნთუშებს „კუჭები“ არ ამშვენებს, ამიტომ, თითების ფრთხილი მოძრაობით, „კუჭი“ ამოწიეთ, მოაწყვიტეთ და ფუნთუშა ოდნავ გააბრტყელეთ.
გამზადებული ფუნთუშები ჩააწყვეთ ზეთიან ტაფაში და ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე შეწვით.
ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუნთუშები კარგად გამოშუშდეს და ორივე მხრიდან თანაბრად დაიბრაწოს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
