მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს - რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ?,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! - სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობავ! – „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილ სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.
საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი სჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი“ მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.