"უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში გრანტებთან დაკავშირებით.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება.
„მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში.
უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული.
მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ”,- წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
