ნაძვის ხე პოლიტიკური წნეხისა და დაპატიმრებისგან გათავისუფლდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
საქართველოზე უზარმაზარი გარე ზეწოლა ხორციელდება, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო ბრიუსელში ლიბერალური ელიტა ამას ახლა ვერ ინელებს, - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში ქართველი კოლეგის, მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოთხოვნაა არა რიგგარეშე, არამედ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც „მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით“ უნდა ჩატარდეს.
რუსეთმა ასადსაც კი ვერ უშველა და თქვენ ვისი იმედი გაქვთ? , - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.