"ასეთი ჭყვიტინა, მდარე გამოხტომებით არაფერი გამოიხატება, გარდა იმისა, რომ უღირსები ვხდებით"
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
”მტრობას მეგობრობაზე მაღალი ღირსება სჭირდება, რადგან მეგობრობა თავისი არსით შეცდომებიან-წყენებიანად ადამიანური ღირსებაა. მტრობაში, ცხოველურ ინსტინქტში კი ღირსება ასე თავისთავადად არ არსებობს, თუ ღირებულებითი მხარე არ შესძინე. ჩვენ ეს ღირსება ბუნებრივად გვაქვს რუსებთან ჩვენი აბსოლუტური სიმართლის გამო. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ერთ მუჭა, საუკუნეების მანძილზე ჩვენივე სისხლით განოყიერებულ, საწყალ მიწას, ჩვენს პატარა სახლს. მტერი კი უშველებელი, ცხრათავიანი გველეშაპია, რომელსაც ამდენი ხანია ვუძალიანდებით. გაბუნიას გინება მეეჭვება პუტინისთვის რამეს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრს ნიშნავს ქართველებისთვის, რადგან გვძარცვავს მტრობაში ღირსების გრძნობისგან, ესთეტიკისგან, აუბრალოებს ჩვენი გმირების განსაკუთრებული შინაგანი ძალის დემონსტრირების მაგალითებს. ასეთი ჭყვიტინა, მდარე გამოხტომებით არაფერი გამოიხატება, გარდა იმისა, რომ უღირსები ვხდებით, უმწეო, სულელი, უაზროდ ენაფხანია ხალხი, როგორიც ჩვენ სინამდვილეში არ ვართ. გაბისკირიას “არასდროს ცხოვრებაში”, ანწუხელიძის, 19 წლის ბიჭის უტეხი სიმტკიცე, – ესაა ერის ხასიათის უმაღლესი გამოვლინება და თვითშეფასების ეტალონი და არა “სენმოკუკიპუკიტყტყ”.
კომედიის მეორე სცენა ცხადია მთავრობას ეკუთვნის, – გავრილოვის მასპინძლობაში კუდებნაღრძობი მთავრობის წევრების ამდენი შარვლებიდან ამოხტომა კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციის სიმდარეს. მგონი ყველა ერთად, სულ რომ გავჩუმდეთ, ვითომ არც გაგვიგია, აჯობებს, ასეც და ისეც სამარცხვინოა სიტუაცია.
პ.ს. რატომღაც გაბუნია ასეთი დაბალი კულტურის ადამიანი არ მგონია. საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა.”- წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
